საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2015 წლის თასის მფლობელი გახდა მალხაზ ლაფაჩის გუნდი „ ფორცა“

27 მაისი 2015

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2015 წლის საფეხბურთო თასის

გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2015 წლის საფეხბურთო

გათამაშების თასის მფლობელი გახდა მალხაზ ლაფაჩის გუნდი „

ფორცა“, რომელმაც ფინალურ მატჩში 10-5 დაამარცხა გელა

ნიკოლეიშვლის გუნდი.

საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ჟიურიმ ერთხმად

დაასახელა გელა ნიკოლეიშვილი, რომელმაც ასაკის მიუხედავად არ

დაკარგა თავისი ტექნიკური არეალი და ოთხი ერთმანეთზე ლამაზი

გატანილი გოლით დატოვა ტურნირი.

საუკეთესო ბომბარდირი გახდა მალხაზ ლაფაჩის გუნდის „ფორცა’’

ცენტალური თავდამსხმელი მირიან ნიკოლაძე, რომელმაც გააუმჯობესა

წინა გათამაშებაში დამყარებული თავისივე რეკორდი და ორ თამაშში 13

გოლი გაიტანა, რაც სასწაული შედეგია.

ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი გადაეცა ირაკლი გაბრიჩიძეს,

რომელმაც რამოდენიმე შთამბეჭდავი სეივი შესთავაზა დამსწრე

საზოგადოებას.

2015 წლის გათამაშება გამოდგა ყველაზე დაძაბული და საინტერესო.

ფინალურ ეტაპზე გავიდა ოთხი გუნდი, თბილისის იურიდიული

დახმარების სამსახური, რუსთავის იურიდიული დახმარების

სამსახური, მალხაზ ლაფაჩის გუნდი „ ფორცა“ და გელა ნიკოლეიშვლის

გუნდი.

ტურნირის ორი უდავო ფავორიტი თბილისის იურიდიული

დახმარების სამსახური (2012 წლის და 2013 წლის გათამაშების

გამარჯვებული) და მალხაზ ლაფაჩის გუნდი „ფორცა“ (2014 წლის

გათამაშების გამარჯვებული) იქნა განთესილი, ამიტომ თბილისის

იურიდიული დახმარების სამსახური დაუპირისპირდა გელა

ნიკოლეიშვლის გუნდს, ხოლო მალხაზ ლაფაჩის გუნდი „ფორცა“

დაუპირისპირდა რუსთავის იურიდიული დახმარების სამსახურს.

პირველი სენსაცია დაფიქსირდა პირველსავე მატჩში, ვინაიდან გელა

ნიკოლეიშვლის გუნდმა ანგარიშით 5-2 დაამარცხა თბილისის

იურიდიული დახმარების სამსახური და ფინალში გავიდა.

მერე ნახევარფინალში მალხაზ ლაფაჩის გუნდმა „ფორცა“ 7-3 დაამარცხა

რუსთავის იურიდიული დახმარების სამსახური. შეუჩერებელი იყო

მირიან ნიკოლაძე, რომელმაც 6 ბურთი გაიტანა.

ძალიან დაძაბული გამოდგა მატჩი მესამე ადგილისათვის, რომელშიც

თბილისის იურიდიული დახმარების სამსახური დაუპირისპირდა

რუსთავის იურიდიული დახმარების სამსახურს თამაშის ძირითადი

დრო დამთავრდა ფრედ 5-5, დამატებითი დროის ბოლო წამებზე

რუსთავის იურიდიული დახმარების სამსახურის გუნდმა

გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა 8-7.

დიდი სიურპრიზი იყო რუსთავის იურიდიული დახმარების

სამსახურის საკამოდ კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელმაც

გმირულად იბრძოლა ყველა შეხვედრაში და მაყურებლის დიდი

სიმპათია დაიმსახურა.

სასიამოვნიო სიურპრიზი იყო ადვოკატი ქალბატონების აქტიურობა,

რომლებიც მოვიდნენ ფიანალური ტურნირის სანახავად და მხურვალედ

გულშემატკივრობდნენ თავიანთ რჩეულებს.

ზაზა ხატიაშვილი,

ტურნირის უცვლელი მსაჯი და ორგანიზატორი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი